ცოტნე კობერიძე (დ. 1997, 17 ივნისი, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრი, გირჩი - მეტი თავისუფლების წევრი.
ცოტნე კობერიძე დაიბადა 1997 წლის 17 ივნისს. 2015 წელს დაამთავრა თბილისის 175 საჯარო სკოლა და სწავლა გააგრძელა ილიას სახელმწიფო უნივერისტეტში, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით. 2019 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებაში და სწვალა განაგრძო იმავე უნივერსიტეტში, პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრატურაზე.
2016 წლიდან 2020 წლამდე იყო "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" წევრი. 2020 წელს, მას შემდეგ რაც ეს პოლიტიკური გაერთიანება დაიშალა, კობერიძე გახდა "გირჩი - მეტი თავისუფლების წევრი."
2021 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, კობერიძე წარადგინა თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატურაზე.